მთავარი /სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება

სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება

სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებლად არსებობს ორი გზა.
კერძოდ, პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მაძიებელს შეუძლია სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის მოემზადოს:
1.    დამოუკი­დებ­ლად (ამ გზით წინასაკვა­ლიფიკაციო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც ფლობს ეკონომიკური პროფილის უმაღლესი განათლების დიპლომს); და
2.    სასწავლო პროცესში მონაწილეობით.    
ათ წელზე მეტია სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის პრეტენდენტების მომზადებას ემსახურება პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (პბი). მის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვას ორმაგი დატვირთვა გააჩნია. პბი-ს სასწავლო პროცესში მონაწილეობით პირი იძენს იმ აუცილებელ და საკმარის ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საჭიროა  ACCA-ს სასერთიფიკაციო გამოცდაზე წარმატების მისაღწევად. ამავე დროს, პბი-ის მიერ გაცემული სერთიფიკატი საკმარისია არაეკონომიური პროფილის განათლების მქონე პირებისათვის ბაფის მიერ პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მინიჭების საფუძვლად.
სასწავლო პროცესში მონაწილეობის ტრადიციულ მიდგომასთან ერთად, სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებლად უკვე შესაძლებელია საკმაოდ მოხერხებული  და ეფექტური დისტანციური სწავლების გამოყენება. დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომია 2015 წლიდან.   დისტანციური სწავლების პროექტი შეიქმნა როგორც რეგიონებში მცხოვრებ პირთა სურვილის დასაკმაყოფილებლად, ასევე თბილისისა და ქუთაისის მკვიდრთათვის. სხვა პირებს, ვისაც სურვილი გაქვთ გახდეთ პროფესიონალი ბუღალტერი, შეგიძლიად დარეგისტრირდეთ პბი-ს დისტანციური სწავლების პროგრამაში და მოემზადოს გამოცდებისათვის  ვიდეო ლექციების საშუალებით.  

პირი, რომელიც ემზადება წინასასერთიფიკაციო გამოცდისათვის, ვალდებულია დროულად დარეგისტრირდეს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) სასერთიფიკაციო პროგრამაში. რეგისტრაცია ხდება ბაფის ოფისში განცხადებისა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტების პირადად წარდგენით. ინფორმაცია ბაფში რეგისტრაციის პირობების შესახებ  იხილეთ ვებგვერდზე
www.baf.ge .  დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბაფის ადმინისტრაციას ელექტრონულ მისამართზე: gfpaa@gfpaa.ge ან სიტყვიერი განმარტებისათვის ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 235 67 56 (1); 235 43 97 (1); 235 01 57 (1).