რეგისტრაციის წესები

ყურადღება!

სარეგისტრაციო მოთხოვნები განსხვავებულია მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით.
მომხმარებელთა ორი კატეგორია არსებობს: მსმენელი და თავისუფალი მსმენელი

რეგისტრაცია ერთჯერადია, და ყოველ სემესტრში ხელახლა უნდა დარეგისტრირდეთ.

ლექციების სრული კურსის მოსმენის შემთხვევაში (საფასური 400 ლარი), მსურველი რეგისტრირდება მსმენელის სტატუსით;
ორკვირიანი სალექციო კურსის მოსმენის შემთხვევაში (საფასური 50 ლარი), მსურველი რეგისტრირდება თავისუფალი მსმენელის სტატუსით.


1.   ზ
ოგადი დებულებები

1.1.პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელია შპს „პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი“ (შემდგომში -პბი);
1.2.ვიდეო ლექციებზე საავტორო უფლება ეკუთვნის პბი-სა და ლექტორებს. მათი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით;
1.3.რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს პბი-ს ადმინისტრაცია;
1.4.პბი-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს სტუდენტების რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპებით;
1.5.რეგისტრაციის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  (1.4 პუნქტის გათვალისწინებით), რომელიც ეთანხმება რეგისტრაციის წესებს.
1.6.რეგისტრაცია ფასიანია და შემოსაზღვრულია ერთი სემესტრით; რეგისტრაციის ვადა დასრულებულად ითვლება წიგნის ბოლო ლექციის ჩართვიდან მე-15 დღეს;
1.7.მომხმარებელი ახალ წიგნში ლექციების მოსასმენად რეგისტრაციას გადის ხელახლა;
1.8.პბი-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული ფასები ტერიტორიული ნიშნის მიხედვით;
1.9.რეგისტრაციის ფასი შესაძლებელია შეიცვალოს, ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. ფასის ზრდა არ უნდა აჭარბებდეს არსებული დონის 15%.
1.10. რეგისტრაციის და პროექტის გამოყენების წესების დარღვევა განაპირობებს რეგისტრაციიდან მოხსნას;
1.11. პირი, რომელიც წესების დარღვევის გამო რეგისტრაციიდან მოიხსნება კარგავს გადახდილი თანხის (ან მისი ნაწილის) დაბრუნების მოთხოვნის და ხელახალი რეგისტრაციის უფლებას;  

2.  
რეგისტრირებული მომხმარებლის უფლებამოსილება

2.1.რეგისტრირებული მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) მოისმინოს ჩართული ვიდეო ლექცია განუსაზღვრელი ჯერადობით; 
ბ) თემის გარშემო წამოჭრილი კითხვები გაგზავნოს ადმინისტრატორთან; 
გ) დაესწროს ონლაინ შემაჯამებელ ლექციას რეალურ დროში; 
დ) მიიღოს კითხვაზე პასუხი შემაჯამებელ ლექციაზე; 
ე) ისარგებლოს შიდა ჩათით წინამდებარე წესების დაცვით;    

3.  აკრძალვები/შეზღუდვები
3.1.იკრძალება ლექციების კოპირება, გამრავლება, შენახვა და გავრცელება (მომხმარებლის მიერ ლექციის მოსმენის პროცესი და ჯერადობა ფიქსირდება პროგრამის მიერ. მათი რაიმე ტექნიკური საშუალებით კოპირების დროს ვიდეომასალას გაყვება ნიშანი (სიმბოლო), რომელიც დამრღვევი  პირის იდენტიფიცირებისა და აღმოჩენის საშუალებას იძლევა; ამიტომ, გაუძელით ცდუნებას და ნუ შეეცდებით ვიდეო მასალის შემქმნელთა საავტორო უფლების დარღვევას. ამას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს);
3.2.იკრძალება უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება  განსაკუთრებით, შიდა ჩათის მონაწილეთა მისამართით (პროექტის ადმინისტრატორი მონიტორინგს ახორციელებს შიდა ჩათის მიმდინარეობაზე. ასევე ნებისმიერი მომხმარებელი უფლებამოსილია საპროტესტო წერილით მიმართოს ადმიმისტრატორს);
3.3.იკრძალება უცენზურო ლექსიკის გამოყენება (დედის აუგად მოხსენიება, გინება) ნებისმიერი ფორმით და სახით, ციტატებშიც კი;
3.4.იკრძალება ნებისმიერი სახის თავხედური გამოხტომები ან თავდასხმები, მათ შორის, ე.წ. "ინტელექტუალური თავხედობა", როდესაც თანამოსაუბრე დამცინავი თავაზიანობის ტონით იუწყება ოპონენტების ინტელექტის დეფიციტის შესახებ;
3.5.იკრძალება ჯგუფის წევრების სახელების  განზრახ დამახინჯება მათი დამცირების, შეურაცხყოფის მიზნით;
3.6.იკრძალება ჟარგონული ან განზრახ არაკორექტული მიმართვები ნეგატიური ელფერით;
3.7.თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, გთხოვთ, მოითმინოთ (არ შეეპასუხოთ) და შეატყობინოთ ადმინისტრატორს დარღვევის თაობაზე. თუ თქვენ უპასუხებთ იმავე იარაღის გამოყენებით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ ადმინისტრატორი თქვენდამი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს არანაირ არგუმენტს იმის თაობაზე ვინ პირველი დაიწყო;
3.8.იკრძალება ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც არ უკავშირდება სალექციო თემას ან წიგნის შინაარსს; 3.9.იკრძალება პბი-ს ადმინისტრაციის ქმედებების საჯარო განხილვა, კომენტირება, გაპროტესტება;  
   
4.  რეგისტრაციის წესების აღიარება
 4.1.რეგისტრაციის წსებზე დათანხმებით მომხმარებელი აღიარებს წესებით გათვალისწინებულ ყველა ნორმას და კისრულობს მისი უზადოდ შესრულების ვალდებულებას;
 4.2.რეგისტრაციის წესების აღიარება ნიშნავს მომხმარებლის მიერ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის დაწყების სურვილის დადასტურებას;  

5.  
რეგისტრაციის ინსტრუქცია
5.1.მომხმარებელთა განსხვავებული კატეგორიების არსებობა განსაზღვრავს რეგისტრაციისთვის სხვადასხვა პირობების დაკმაყოფილებას;
5.2.მომხმარებლის  მსმენელის კატეგორიაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია:
5.2.1. რეგისტრაციის მსურველი გაეცნოს ვიდეო ლექციების მომხმარებელი მსმენელის შინაგანაწესს და ვიდეო ლექციების მომხმარებელი მსმენელის ცოდნის შეფასების წესებს;
5.2.2. რეგისტრაციის მსურველმა  რეგისტრაციისთვის საწყის ეტაპზე შეავსოს და მოიტანოს:
ა) სტუდენტის ანკეტა;
ბ) დიპლომის ასლი;
გ) ან ცნობა უმაღლესი საწავლებლიდან (თუ მსურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია და ჯერ არ გააჩნია დიპლომი);
დ) სურათი 3x4
5.2.3.  პბი-ს სტუდენტად ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სტუდენტმა მოითხოვოს ლექციების მოსმენის უფლება. ამ მიზნით თავდაპირველად და შემდგომ, ყოველი ახალი წიგნ(ებ)ის არჩევისას არჩეული წიგნში ლექციების წვდომის უფლების მოსაპოვებლად დაასკანეროს და გამოგზავნოს:
ა) შევსებული განაცხადი ლექციების მოსმენის სურვილის შესახებ წიგნ(ებ)ის მითითებით; და
ბ) ვიდეო  ლექციების გამოყენების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
5.3. მომხმარებლის  თავისუფალი მსმენელის კატეგორიაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყოველი ახალი წიგნ(ებ)ის არჩევისას არჩეული წიგნში ლექციების წვდომის უფლების მოსაპოვებლად დაასკანეროს და გამოგზავნოს:
* ვიდეო ლექციების გამოყენების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;     

6.  
მობილობა
6.1.სტუდენტს შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე შეიცვალოს სტატუსი და გადავიდეს თავისუფალი მსმენელის კატეგორიაში;
6.2.თუ სტუდენტი შეიცვლის სტატუსს და გახდება თავისუფალი მსმენელი იგი კარგავს უფლებას აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი;
6.3.თავისუფალი მსმენელის კატეგორიაში რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება გახდეს სტუდენტი;
6.4.ვიდეო ლექციების მომხმარებელი სტუდენტი უფლებამოსილია გახდეს პბი-ს დასწრებული სწავლის სტუდენტი;  

7.  
ვიდეო ლექციების გამოყენების საფასურის გადახდა
7.1. ვიდეო ლექციების გამოყენების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
7.2. პბი-ს საიდენტიფიკაციო კოდი: 202171194;
7.3. პბი-ს საბანკო რეკვიზიტები: 
ა)  სს „თიბისი“ ბანკი, კოდი: TBCBGE22; ა/ა  GE30TB0600000021467767
ბ)  სს საქართველოს ბანკი, კოდი: BAGAGE22; ა/ა GE19BG0000000128960901

7.4. ფულის გადახდის დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რომელი წიგნის ლექციების გამოყენების საფასურია გადახდილი; 
7.5. თუ სპონსორის მიერ ხდება თანხის გადახდა,  ფულის გადახდის დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული იმ მომხმარებლის სახელი და გვარი, ვის მაგივრადაც მოხდა ფულის გადახდა.
7.6. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერი ბანკის სერვისით თავისი სურვილის მიხედვით.

გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს.

მსურს გავაგრძელო რეგისტრაცია როგორც (თუ იხდით 400 ლარს, მაშინ „
მსმენელი“ აირჩიეთ და თუ იხდით 50 ლარს, მაშინ „თავისუფალი მსმენელი“):

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენს გვერდზე შესვლას შეძლებთ თქვენი პირადობის ნომრით, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითეთ და პაროლით, რომელიც თქვენ შეარჩეით რეგისტრაციისას.

მსმენელი                    თავისუფალი მსმენელი