მთავარი /მომსახურების ფასი

მომსახურების ფასი

**თითოეულ წიგნში ვიდეო ლექციების სტანდარტული ღირებულებაა 400 ლარი.

* ვიდეო ლექციების საფასური გადახდილი უნდა იყოს წინასწარ და ქვითარში მითითებული უნდა იყოს რომელი წიგნის ლექციების (F1, F2, F3, F4, F5, F6, F8, F9, P4) მოსმენა სურს მსმენელს.
* გადახდის ქვითარი აუცილებლად უნდა ატვირთოთ თქვენს გვერდზე, და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგერთვებათ ვიდეო ლექციები. თუ რეგისტრაციის შემდგომ ორი დღის განამვლობაში არ იქნება ატვირთული გადახდის ქვითარი, თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.

ლექციის საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით პბი-ს (ს/კ: 202171194) საბანკო ანგარიშებზე:

  •  სს „თიბისი“ ბანკი, კოდი: TBCBGE22;  ა/ა  GE30TB0600000021467767         
  • სს საქართველოს ბანკი, კოდი: BAGAGE22; ა/ა GE19BG0000000128960901
   
**თითოეულ წიგნში ვიდეო ლექციების ორი კვირის განმავლობაში მოსმენის ღირებულებაა 50 ლარი (შუალედური და სემესტრული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდების წინ). 

***სხვა გადასახდელები:


ვიდეო ლექციის მომხმარებელმა უნდა შეიძინოს
წიგნი, რომლის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. წიგნების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ოფისში.   

პირი, რომელიც აპირებს გახდეს პროფესიონალი ბუღალტერი ბაფში გამოცდების ჩაბარების გზით, ვალდებულია:

1. გახდეს ბაფის წევრი და გადაიხადოს გაწევრიანების და ნახევარი წლის საწევრო (შესაბამისად 5 და 6 ლარი);
2. მიმართოს ბაფს განცხადებით იმის შესახებ, თუ რომელ წიგნში აპირებს გამოცდის ჩაბარებას და გამოცდამდე ერთი თვით ადრე გადაიხადოს გამოცდის მომსახურების საფასური 180 ლარი;
3. გამოიწეროს ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“ და გადაიხადოს ნახევარი წლით ჟურნალზე ხელმოწერის ღირებულება 36 ლარი.

 „სხვა გადასახდელები“ არ არის ელექტრონულ ლექციაზე რეგისტრაციის წინაპირობა.
ისინი გადაიხდება ბაფის და ჟურნალის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე.
დეტალურ ინფორმაციას მოიპოვებთ ბაფში გაწევრიანების ან წიგნის შეძენის დროს.