შემოგვიერთდი

აირჩიე სტატუსი და გახდი ჩვენი მომხმარებელი
მომხმარებელთა კატეგორიები
პროექტის ფარგლებში ვიდეო ლექციის მომხმარებლები პირობითად დაყოფილია 2 კატეგორიად. კერძოდ:

1.      პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ საბაზო ეკონომიკური განათლება და რომლებიც ამ პროექტის გამოყენებით ემზადებიან საქართველოსპროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში (ბაფი) პროფესიული სერტიფიცირების გამოცდების ჩასაბარებლად;

2.      პირები, რომლებსაც არ აქვთ საბაზო ეკონომიკური განათლება და რომლებიც ამ პროექტის გამოყენებით ემზადებიან ბაფში პროფესიული სერტიფიცირების გამოცდების ჩასაბარებლად; და/ანპირები, რომლებიც არ არიან ჩართული პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში, მაგრამ აინტერებთ ახალი პროფესიის შეძენა ან უკვე არიან ამ პროფესიაში და სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია.

პირველი კატეგორიის პირს ენიჭება - სტუდენტის სტატუსი;
მეორე კატეგორიის პირს - თავისუფალი მსმენელის სტატუსი.


პროექტის პოტენციურმა მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და რეგისტრაცია. ავტორიზაცია გულისხმობს პროექტში ჩართვის ნების გამოხატვას. რეგისტრაცია არის, პოტენციური მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ, პროექტის ადმინისტრატორის გადაწყვეტილება მომხმარებლისათვის ვიდეო ლექციებზე წვდომის უფლების მისანიჭებლად. ვიდეო ლექციებზე წვდომის უფლება მომხმარებელს ეძლევა მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.