მთავარი /ხშირად დასმული კითხვები
ვის შეუძლია ვიდეო ლექციებზე რეგისტრაცია?

ვიდეო ლექციებზე რეგისტრაცია შეუძლია რეგიონის მაცხოვრებლებს, ასევე თბილისის, რუსთავის, ქუთაისის მაცხოვრებლებს.


როგორ უნდა მოვიპოვო ვიდეო ლექციების მოსმენის უფლება?

ლექციებზე წვდომის უფლება ენიჭება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს. თუ რეგისტრაციის შემდგომ, 2 დღის ვადაში, მომხმარებელი არ ატვირთავს ვიდეო ლექციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებს (ქვითარში მითითებული უნდა იყოს რომელ წიგნზე აკეთებთ განაცხადს), მისი რეგისტრაცია გაუქმდება. ასევე გაუქმდება იმ მომხმარებელთა რეგისტრაცია, რომლებიც არასრულად და არაზუსტად შეავსებენ რეგისტრაციისას მოთხოვნილ ინფორმაციას.


რომელ წიგნებშია შესაძლებელი ვიდეო ლექციების მოსმენა?

ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ვიდეო ლექციები შემდეგ წიგნებში: F1, F2, F3, F4, F5, F6, F7, F8, F9, P4.


როდის იწყება ვიდეო ლექციები?

წელიწადში ორჯერ. თებერვალში და სექტემბერში. ზუსტი რიცხვები გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე: http://accatraining.ge/site/


როდის ხდება რეგისტრაცია ვიდეო ლექციებზე?

წელიწადში ორჯერ. ყოველი წლის 1-10 თებერვლის და 1-10 სექტემბრის შუალედებში.