მთავარი /გახდი პროფესიონალი ბუღალტერი

გახდი პროფესიონალი ბუღალტერი


                                                                                                                                                                                             პროფესიონალი ბუღალტერი - პიროვნება, რომელიც არის ბსფ-ის წევრი ორგანიზაციის წევრი.
                                                                                                                                                                                             

                                                                                                                                                                                                    ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი
                                                                                                                                                                                                    
  
ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (ბსფ) მიერ დადგენილია პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ნორმები, რომელიც განათლების სტანდარტებშია აღწერილი.  პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მატარებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს წინასასერტიფიკაციო, სერტიფიცირების და სერტიფიცირების შემდგომ გარკვეულ მოთხოვნებს.

სპეციალისტების სერტიფიცირება, მათი წევრობა პროფესიულ ორგანიზაციაში  და პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მინიჭება დიდი ხანია გამოიყენება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში. მათ მსგავსად XXI საუკუნის საქართველოში პროფესიონალი ბუღლტრის სტატუსი კარიერის შექმნის განუყოფელი ნაწილი გახდა.

დღევანდელ სინამდვილეში მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მოპოვება საქართველოში შესაძლებელლია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) სასერტიფიკაციო პროგრამაში ჩართვისა და სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებულად ჩაბარების გზით. 

ბაფის პროფესიონალი ბუღალტრების საერთაშორისო აღიარებას განაპირობებს ისიც, რომ პრეტენდენტების სერტიფიცირება ხდება სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოცოაციის (ACCA) ადაპტირებული ქართული პროგრამით.

ბაფის სასერტიფიკააციო პროგრამაში ჩართვა შეუძლია:
 ა)    ნებისმიერი პროფილის უმაღლესი განათლების მქონე პირებს;
 ბ)    ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალი­ფი­კა­ციის ან იდენტური კვალიფი­კაციის დიპლომის მფლობელ პირებს;
 გ)    ნებისმიერი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მეხუთე სემესტრიდან;
 დ)   ნებისმიერი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მეოთხე სემესტრიდან იმ პირობით, თუ სტუდენტი აირჩევს მხოლოდ F1 წიგნს „ბუღალტერი ბიზნესში“.