მთავარი /ვიდეო გაკვეთლები
პირველად საქართველოში, პროფესიული დახელოვნების ონლაინ შესაძლებლობა

პროექტის შესახებ
ვიდეო ლექციების პროექტის მიზანია დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს არაფორმალური განათლების მიღებაში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში.
პროექტი ხორციელდება სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამის შესაბამის სასწავლო მასალაზე (წიგნებზე) დაყრდნობით.
პროექტს ახორციელებს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, რომელსაც ACCA-ის პროგრამით პროფესიული სერტიფიცირებისათვის
სტუდენტების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ვიდეო ლექციების საშუალებით შესაძლებელია პროფესიის დაუფლება ან/და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. პროექტში ჩართვა სასარგებლო იქნება როგორც ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებისათვის,
ისე პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბუღალტრებად, ფინანსურ დირექტორებად, სპეციალისტებად აუდიტორულ ფირმებში და სხვ.

სტრუქტურა
ვიდეო ლექციების სრული კურსი მოიცავს 14 წიგნს:

1. F1. ბუღალტერი ბიზნესში 2. F2. მენეჯერული აღრიცხვა 3. F3. ფინანსური აღრიცხვა 4. F5. საქმიანობის შედეგების მართვა 5. F4 ქართული ბიზნეს სამართალი 6. F6 საგადასახადო დაბეგვრა 7. F7. ფინანსური ანგარიშგება 8. F8. აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება 9. F9. ფინანსური მართვა 10. P1. კორპორაციული მართვა, რისკი და ეთიკა 11. P2. კორპორაციული ანგარიშგება 12. P3 ბიზნესის ანალიზი 13. P4. ფინანსური მართვა (უმაღლესი დონე) 14. P7. აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (უმაღლესი დონე)

ყოველი წიგნი განიხილება ჯგუფად. ერთ წიგნში რეგისტრირებული მომხმარებლები ერთი ჯგუფის წევრები არიან.
ჯგუფის წევრებს ლექციაზე წვდომის უფლება აქვთ ერთნაირად დროის ერთნაირ პერიოდში. ერთ წიგნში ლექციების
მოსმენა გრძელდება 16-18 კვირა; პირველ კვირას ჩაირთვება ერთი ლექცია. მისი მოსმენა შესაძლებელი
იქნება 2 კვირის განმავლობაში განუსაზღვრელი ჯერადობით მომხმარებლისათვის სასურველ ნებისმიერ დროს.
ყოველ მომდევნო კვირას ჩაირთვება ერთი ან ორი ლექცია წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით.
შესაბამისად, მესამე კვირიდან გამოირთვება ის ლექციები, რომლებიც ხელმისაწვდომი
იყო 2 კვირის განმავლობაში. ლექციის მოსმენის პერიოდში მომხმარებლებს შეუძლიათ
გამოიყენონ ჯგუფის შიდა ჩათი. იგი საშუალებას მისცემს ჯგუფის წევრებს იმსჯელონ
ლექციის გარშემო წამოჭრილ ცალკეულ საკითხებზე; განიხილონ სავარჯიშოების ამოხსნის
პროცედურები, განუმარტონ ერთმანეთს რთულად გასაგები საკითხები და ამ გზით დაეხმარონ
ერთმანეთს სალექციო თემების ათვისებაში.