მთავარი /ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ


 პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (პბი) 2000 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. პბი ორიენტირებულია დიპლომისშემდგომ განათლებაზე და მაღალხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფს პროფესიული გადამზადების მსურველ პირებს და  კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ ბუღალტრებს, აუდიტორებს და ფინანსების სპეციალისტებს.

პბი-ის სასწავლო პროგრამა აგებულია დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ბუღალტრული ორგანიზაციის - სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამის ბაზაზე. სასწავლო პროცესისადმი მიდგომა და ლექციების გრაფიკი სტუდენტებს აძლევს საშუალებას შეუთავსონ იგი მათ ძირითად საქმიანობას (სამსახურს, სხვა სასწავლებელში სწავლას). ამიტომ, ტრადიციულად ჩვენი სტუდენტები არიან უკვე დასაქმებული ბუღალტრები, აუდიტორული ფირმის სპეციალისტები, საფინანსო ინსტიტუტებში დასაქმებული სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სხვ. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში ჩვენთან სწავლა დღემდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის და მის შემოგარენში მცხოვრებთათვის.

გადავწყვიტეთ მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ ყველას, ვინც მოისურვებს თავისი მომავალი დაუკავშიროს ბუღალტრის, აუდიტორის და ფინანსისტის სპეციალობას და წარმატებული იყოს კარიერულ ზრდაში.   
 2015 წლიდან ვიწყებთ დისტანციური სწავლების პროექტის ამოქმედებას და გთავაზობთ: 

* ინდივიდუალური მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ერთ კონკრეტულ წიგნში ვიდეო ლექციების მომხმარებლები ერთ ჯგუფად განიხილება, ეს არ ნიშნავს რომ ყველა მათგანი ერთსა და იმავე დროს უსმენს ლექციას. თქვენ არ იქნებით ლექციების ცხრილზე დამოკიდებული და გეძლევათ შანსი ვიდეო ლექციები მოისმინოთ თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი ჯერადობით. ყოველი ლექცია თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი კვირის განმავლობაში;

* ხარისხის გარანტიას. პბი-ს ლექტორები არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც სალექციო პრაქტიკის პარალელურად სპეციალობით ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. რეალურ დროში დისტანციურ ლექციაზე დასწრებით (ვებინარზე ჩართვით) გექნებათ შესაძლებლობა უფრო სიღრმისეულად გაერკვეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებში.